USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბაიდენმა პუტინს ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის 20% შესთავაზა
Date:  1062

თეთრ სახლში უარყვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრალური დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის 20% შესთავაზა. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს.

გამოცემასთან საუბარში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის მოადგილემ, შონ დევეტმა განცხადა, რომ შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ზუსტი არაა“.

Neue Zürcher Zeitung-ის ინფორმაციით, იანვარში ბერნსმა კიევსა და მოსკოვს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარუდგინა. გამოცმის ცნობით, პროექტის მიხედვით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 20% უნდა მიეღო, რაც დაახლოებით დონბასის რეგიონის ფართობის ტოლია. Neue Zürcher Zeitung-ის, რუსეთს მშვიდობის სანაცვლოდ მიწები უნდა მიეღო, უკრაინას კი - მიწების სანაცვლოდ მშვიდობა, თუმცა ორივე მხარემ შეთავაზებას უარით უპასუხა: უკრაინამ ტერიტორიის დაკარგვა არ ისურვა, რუსეთმა კი განაცხადა, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ომში გაიმარჯვებს.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way