ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ისრაელი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და დარწმუნებული იქნება, რომ 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმები აღარ განმეორდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით BBC წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
რაც შეეხება მძევლების გათავისუფლებას, BBC-ის წყაროს თქმით, 200-ზე მეტი ადამიანის გასათავისუფლებლად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. მისივე განცხადებით, მძევლების გასათავისუფლებლად საბრძოლო მოქმედებების შეჩერება იქნება საჭირო.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.