USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
თეთრი სახლი - შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვითი დაზვერვის მიწოდებას
дата:  910
თეთრი სახლი აცხადებს, რომ ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტა ენერგეტიკულ სამიზნეებზე შეთანხმებული იყო ტრამპი-ზელენსკის საუბრის დროს.
"ზელენსკიმ მოითხოვა ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის Patriot-ები.
ტრამპმა განუცხადა, რომ შეამოწმებს რა არის ხელმისაწვდომი.
შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის თავდაცვითი დაზვერვის მიწოდებას.
ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ უკრაინაში ელექტროსადგურების მფლობელობის ამერიკული მხარისთვის გადაცემა, ამ ინფრასტრუქტურისთვის საუკეთესო დაცვა იქნებოდა.
ტრამპმა ზეელენსკი განუცხადა, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს უკრაინას ელექტრო და ატომური ელექტროსადგურების მართვაში." - თეთრი სახლის პრეს-სპიკერი, ქეროლაინ ლევიტი.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати