USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
თეთრი სახლი - რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
Date:  707

"რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე და ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ," - ამის შესახებ განცხადებებს თეთრი სახლი ავრცელებს.

საუდის არაბეთში, 23-25 მარტს გამართული შეხვედრების შედეგად, თეთრი სახლი რუსეთთან და უკრაინასთან მიღწეულ შეთანხმებებზე ცალკე განცხადებებს აქვეყნებს.

ორივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და რუსეთი აშშ-სთან შეთანხმდნენ “შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებაზე, და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე”.

ასევე წერია, რომ შეერთებული შტატები ასევე აპირებს დაეხმაროს რუსეთს მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობისა და სასუქების ექსპორტისთვის წვდომის აღდგენაში, შეამციროს საზღვაო დაზღვევის ღირებულება და გააუმჯობესოს წვდომა პორტებსა და გადახდის სისტემებზე ასეთი ოპერაციებისთვის.

ამასთან, შეერთებული შტატები და რუსეთი აპირებენ შეიმუშაონ ზომები პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების აკრძალვის შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა დაადასტურა, რომ კიევი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას შავ ზღვაში, იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებს თავს არ დაესხმებიან. უმეროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი რუსული სამხედრო გემების მოძრაობას შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის მიღმა განიხილავს, როგორც ამ შეთანხმების სულისკვეთების დარღვევას.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way