USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
თეთრი სახლი - მარტის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ - არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა
თარიღი:  835

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭო აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის უკან უკრაინა დგას.

”არავითარი მტკიცებულება არ არსებობს - და სინამდვილეში, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ რეალურად, ყველა მონაცემით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა“, - განაცხადა ჰარისმა ABC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მომხდარი ტერორისტული აქტია.

„რაც მოხდა არის ტერორისტული აქტი და დაღუპულთა რიცხვი აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი ამ ოჯახებს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ედრიენ უოტსონმაც განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება და არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა.

"მარტის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ რუსეთს გაუზიარა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ. ჩვენ ასევე გავუგზავნეთ საჯარო რჩევა რუსეთში მცხოვრებ ამერიკელებს 7 მარტს. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-ს ეკისრება. არანაირი უკრაინის მონაწილეობა არ ყოფილა”, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა.

abcnews.go.com

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის