თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს ერთობლივ პრესკონფერენციას აღარ გამართავენ.
უკრაინული დელეგაცია თეთრ სახლს ტოვებს.
Fox News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის სთხოვა დაეტოვებინა თეთრი სახლი მათი მწვავე კამათის შემდეგ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.