საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამფითეატრი და სკვერი მოეწყო, რომელსაც თერჯოლის ტრაგიკულად დაღუპული მერის, ლაშა გოგიაშვილის სახელი მიენიჭა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ამფითეატრის სცენა, დეკორატიული პერგოლა, დასასვენებელი სკვერი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანება, ღამის სანათები, ფანჩატური და ძელსკამები.
ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებს.
განახლებული სივრცის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე, გივი ჭიჭინაძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე და ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულება 1 202 000 ლარია.
გარდა ამისა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში თერჯოლაში ხორციელდება სოფელ ძევრში, მდ. ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონის მოწყობა,
უკვე დასრულდა საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაბიონებისა და მდ.ძერულაზე გადასახედების კეთილმოწყობა, მიმდინარეობს საპიკნიკე ფანჩატურების, გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა.
ღონისძიებას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.