USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ტექნოლოგია vs კორონა
дата:  1097

კალიფორნიაში დაინერგა გონიერი ბეჭდები. ზომავს სიცხეს, გულისცემას, სხვა სასიცოცხლო მონაცემებს, ლოკაციას და დაავადების საფრთხის შემთხვევაში გადასცემს ინფორმაციას კალიფორნიის სამედიცინო და ზაკერბერგის ცენტრებს ავტომატურად. სექტემბრიდან, როდესაც კორონას ახალი ტალღა იქნება, დაადგენს ადრეულ სიმპტომებს. ამჟამად კალიფორნიის 2000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი და ექთანი უკვე იყენებს ამ ბეჭდებს. სხვადასხვა ზომის და ფორმისაა, ფასები $299-999, იმის მიხედვით ვის ბრილიანტით უნდა თუ ისე.

На изображении может находиться: один или несколько человек, кольцо и ювелирные изделия

დღეს IBM-მა გახსნა ხელოვნური ინტელექტის ახალი მექანიზმი, რომელიც უფასოდ მოემსახურება მიკრობიოლოგებსა და ვირუსოლოგებს მთელი მსოფლიოდან. ალგორითმი იყენებს ყველა რეალურ დროში არსებულ მონაცემებს თეთრი სახლიდან დიდი კორპორაციების ღია წყაროებამდე. ხელმისაწვდომია 300 მილიონზე მეტი ერთეული გენეტიკური თუ ვირუსული ინფორმაცია და კვლევა.

მასზე წვდომისათვის იხ.https://www.research.ibm.com/

 

На изображении может находиться: один или несколько человек, кольцо и часть тела крупным планом

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати