2015 წელს, მიუნხენის კონსერვატორიის ორი დიპლომის და ორკესტრში მუშაობის მიუხედავად, ყველაფერს დავემშვიდობე, პროფილი შევიცვალე და ახალი პროფესიული ცხოვრება დავიწყე. ამჯერად მიუნხენის კონსერვატორიის ისტორიულად ინფორმირებილი შესრულების ინსტიტუტში (Institute of Historically Informed Practice) ჩავაბარე, Master of Music საუკეთესო ნიშნებით დავამთავრე.
ინსტიტუტში მომეცა საშუალება ისტორიულ ინსტრუმენტებზე და მათ ასლებზე დაკვრის, ასევე წერილობითი ისტორიული წყაროების გაცნობის, შესწავლისა და შედარების. სწავლის პერიოდში ინსტიტუტის მმართველმა საკუთარ ანსამბლში მიმიღო და ერთდროულად გავხდი მიუნხენის რამდენიმე ანსამბლის წევრი. მქონდა საშუალება, გამევლო არაერთი საინტერესო მუსიკოსის მასტერკლასი. ამავე დროს Concerto de Bassus-ის ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ და პირველი კონცერტმეისტერი. 2018 წელს მიმიწვიეს "ბერლინის ძველი მუსიკის აკადემიაში". მათ ორკესტრთან ერთად ორი თვე ვენაში მომიწია ყოფნა.
"მუსიკის დედაქალაქი" იმდენად მომეწონა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ავსტრიაში გადმოვედი საცხოვრებლად. გერმანიაში მეუბნებოდნენ, რომ ვენის ძველი მუსიკის სფეროში ფეხს ვერ მოვიკიდებდი, რადგან აქაური განათლება არ მქონდა და არც ნაცნობები მყავდა, მუსიკალური საზოგადოება კი ერთ მუჭად იყო შეკრული და არ გამაკარებდნენ. თუმცა მაინც გადმოვედი.
დღეს კი Bach Consort Wien წევრი ვარ. ვუკრავ ანსამბლებში Ars Antiqua Austria და ლეგენდარულ Concentus Musicus Wien-ში, რომელმაც ვენის სახელმწიფო ოპერაში წელს პირველად განახორციელა ბაროკო ოპერის "L'incoronazione di Poppea " პროექტი. ძალიან კარგი მუსიკოსთა ჯგუფი შეიკრა და შესანიშნავი მომღერალი გვყავს სოლისტად. ინსტრუმენტულ სოლო ნაწარმოებებს მე ვასრულებ( ვივალდის "წელიწადის დრონი" და ბახის "ჩაკონა”). ამჟამად ახალ CD-ზე (Crossover - ბაროკო/ჯაზი/აღმოსავლური მუსიკა) ვმუშაობ. ყოველთვის მეამაყება ვენის სახელმწიფო ოპერის სცენაზე ქართველი მომღერლების ნახვა და მოსმენა. მე კი პირველი ქართველი მევიოლინე აღმოვჩნდი, ვინც ვენის ოპერაში დაუკრა. ყოველთვის ჩემი პირადი ინტერპრეტაციის ძიებაში ვარ და სხვებსაც ამას ვეტყოდი: ყოველთვის ეძებეთ თქვენი!
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.