USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
თბილისი
თეონა გეგელია - რატომ არის პუტინზე გაცემული ორდერი „ისტორიული გადაწყვეტილება“
თარიღი:  1329
ჟურნალისტი თეონა გეგელია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ წერს და ამბობს, რომ ის ცდილობს 
ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია მოკლე სტატუსებად გამოვაქეყნოს, რომ ვისაც აინტერესებს წაკითხვა არ დაეზაროს.
 
რატომ არის პუტინზე გაცემული ორდერი „ისტორიული გადაწყვეტილება“
 
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) მუშაობს რომის სტატუტის საფუძველზე, რომელიც 2002 წელს ამოქმედდა. რომის სტატუტი არის დოკუმენტი, რომელმაც დააფუძნა ეს სასამართლო. 2023 წლისთვის დოკუმენტი რატიფიცირებული აქვს 124 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს.
მარტივ ენაზე, ეს ნიშნავს იმას, ამ 124 ქვეყნის მთავრობიდან ყველა ვალდებულია ყველანარად შეუწყოს ხელი ამ სასამართლოს იურიდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულების დამოუკიდებელ გამოძიებას და რაც მთავარია, უნდა გადასცენ სასამართლოს ყველა ბრალდებული, მათ შორის საკუთარი მოქალაქეც, თუ სასამართლო გასცემს მათი დაკავების ორდერს.
დოკუმენტი არ აქვს რატიფიცირებული: რუსეთს, აშშ-ს, ჩინეთს, ინდოეთს, თურქეთს, ისრაელს, უკრაინას. მაგრამ უკრაინამ 2013 წლის დეკემბრიდან ცალკე აღიარა ამ სასამართლოს იურისდიქცია ქვეყნის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებთან, სამხედრო დანაშაულებთან და გენოციდთან დაკავშირებით.
იმავდროულად, სასამართლოს იურისდიქცია უკრაინის შემთხვევაში არ ვრცელდება აგრესიის დანაშაულებზე - ანუ რუსეთის ხელმძღვანელობას უშუალოდ ინტერვენციის ფაქტზე ბრალდებას ვერ წაუყენებენ, რადგან ამისთვის ორივე მხარე (ანუ მოსკოვიც) უნდა აღიარებდეს საკუთარ ტერიტორიაზე სასამართლოს იურისდიქციას.
არსებობის დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, ICC-მ განიხილა და განაგრძობს 31 საქმის განხილვას 17 ქვეყანაში. მათ შორის 22 საქმე ეხება სამხედრო დანაშაულებს, 21 - დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ, 4 - ცრუ ჩვენებებს და 1 - გენოციდს.
სასამართლოს რეპუტაციაზე ხშირად დაობენ და ძირითადად იმიტომ, რომ ICC-ს მიერ განხილული საქმეებიდან, რომლებიც დაკავშირებული იყო სამხედრო დანაშაულებთან (და ასეთი სულ ოთხია) უმრავლესობა მოიცავს აფრიკულ ქვეყნებს, ხოლო ძლიერ ქვეყნებს, რომელთა მისამართითაც ასევე ისმის ბრალდებები სამხედრო დანაშაულებში, არ აქვთ რატიფიცირებული რომის სტატუტი და არ აღიარებენ ამ სასამართლოს იურისდიქციას საკუთარ ტერიტორიაზე, მაგალითად აშშ, რუსეთი, ისრაელი.
ანუ გამოდის, რომ ICC განიხილავდა არა იმ საქმეებს, რომლებიც განსახილველია, არამედ იმათ, რომლებიც შეუძლია რომ განიხილოს.
პუტინზე ორდერის გაცემით ეს ლოგიკა დაირღვა და სასამართლომ თქვა, რომ რუსეთის საქმის განხილვა შესაძლებლად მიაჩნია. ამიტომ (თუმცა არა მხოლოდ ამის გამო) შეფასდა ეს ფაქტი ბევრი ექსპერტის მხრიდან „ისტორიულ გადაწყვეტილებად“."
მიყევით ბმულს - თეონა გეგელია
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის