USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
თენგიზ ფხალაძე- ეს არის ის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება - ეს არის შანსი საქართველოსთვის
дата:  607

ეს არის ის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება - ეს არის შანსი საქართველოსთვის და არ უნდა გვქონდეს ჩვენ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი ან ამერიკის შეერთებული შტატები მთელ თავის დროს და რესურსებს დაუთმობენ იმას, რომ როგორმე ქართველ პოლიტიკოსებს ასწავლონ პოლიტიკა და ასწავლონ თავიანთი სამშობლოს ინტერესების სამსახური, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ მხარეებს შეთანხმება არ სურთ.

„ეს დოკუმენტი ახალი არ არის, ეს არის დაზუსტებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტში უბრალოდ დაზუსტებულია ის თემები, რამაც განსხვავებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა რადგანაც ჩვენ არ გვესმის დიპლომატიური ენა, ეს ყველაფერი გადმოგვითარგმნა იმ ენაზე, რომელსაც იმედი აქვთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები გაიგებენ. მე პირადად მგონია, რომ ეს არის ის ვარიანტი, რომელზედაც ხელის არმოწერა არ შეიძლება - ეს არის შანსი საქართველოსთვის და არ უნდა გვქონდეს ჩვენ იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი ან ამერიკის შეერთებული შტატები მთელ თავის დროს და რესურსებს დაუთმობენ იმას, რომ როგორმე ქართველ პოლიტიკოსებს ასწავლონ პოლიტიკა და ასწავლონ თავიანთი სამშობლოს ინტერესების სამსახური. აქედან გამომდინარე, უნდა გავიგოთ, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა არის საქართველოს ინტერესებში და საქართველოს ინტერესებშია არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამ დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს არამხოლოდ იმას, რომ მხარეებს შეთანხმება არ სურთ, არამედ ეს ნიშნავს იმასაც, რომ უბრალოდ ხელს ვკრავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

 

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати