USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით შექმნილი 5 მობილური ჯგუფიდან 1 აჭარაში გაემგზავრება, 1 იმერეთში, ხოლო სამი თბილისში დარჩება
Date:  682

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, COVID19-ის პრევენციის მიზნით, შეიქმნება 5 მობილური ჯგუფი, რომელთაგან ერთი ჯგუფი წავა აჭარაში, ერთი იმერეთში, ხოლო დანარჩენი სამი კი თბილისში დარჩება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მობილური ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჯანდაცვის მინისტრისა და გაფართოებული კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდა არსებული გაიდლაინის ხელახლა გავლა, მისი თანამედროვე მოთხოვნების და მონაცემების განახლება. ცერცვაძის თქმით, ამის შესახებ მონაცემები მალე გამოქვეყნდება.

„გადაწყდა 5 მობილური ჯგუფის ბრიგადის შექმნა, რომლის შემადგენლობაში შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, ოფიციალური პირი. გარდა ამისა ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, ვისაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს კოვიდის კუთხით. ახლა, ამ ხუთი ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში. ეს ჯგუფი იქნება გაფართოებული. ინფექციონისტის, რეანიმატოლოგის და სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, იქ იქნება სამი ახალგაზრდა ექიმი, რომ იქ ადგილზე პრაქტიკულად მუშაობაში დაეხმაროს. მეორე ჯგუფი წავა ქუთაისში, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქუთაისი. კოვიდმიმღები არის თერჯოლა. თერჯოლა პატარა რაიონია და მათ სერიოზული პასუხისმგებლობა აიღეს თავზე, რომლებსაც დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ხოლო სამი ჯგუფი იმუშავებს თბილისში. ამ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია. ერთი, ის გააკეთებს აუდიტს, ამა თუ იმ კლინიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს შეაფასებს, ვის, სად უჭირს და ვის, სად არ უჭირს. შემდეგ ამაზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად, რა რგოლი გააძლიეროს.

მეორე - ის არ შემოიფარგლბა მხოლოდ აუდიტის ფუნქციით, არამედ გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას. იმიტომ, რომ ამ ჯგუფის წევრები არიან პრაქტიკოსი ექიმები, უდიდესი გამოცდილებით. ისინი დახმარებას ადგილზე გაუწევენ. ამის საჭიროება გვიჩვენა ბოლო 2-3 კვირის ტენდენციამ, როცა ფიქსირდებოდა შემთხვევების ზრდაც. ერთეული შემთხვევების, მაგრამ მაინც სიკვდილობის ზრდა. მე იმედი მაქვს რომ შედეგს იგრძნობს საქართველო, სულ, რაღაც ერთ კვირაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way