USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება
дата:  837

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება. ამის შესახებ ცენტრის პრესსამსახურმა გოგა ბერიძემ მედიასთან განაცხადა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ის აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. გარდა ამისა, თენგიზ ცერცვაძე ხვალ გეგმავს აჭარაში სტუმრობას.

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში და რომელიმე თანამდებობა დაეკავებინა.

"ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას და ცხელების ცენტრების მართვას. გარდა ამისა, მას დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცრებულია, რათა გაუწიოს კოლეგებს აჭარაში კონსულტაცია და მართვა. მაქვს ინფორმაცია ბატონი თენგიზისგან, რომ ის რჩება პარტია „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდაჭერად. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში და დაეკავებინა თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა“, - აღნიშნა გოგა ბერიძემ.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати