USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის დასაძლევად, მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა
дата:  385

სპეციალისტების თქმით, პირბადის გამოყენების 40%-იანი მაჩვენებელი და დღიურად აცრილთა უპრეცედენტოდ დაბალი მონაცემები მეხუთე ტალღისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის შეჩერებას აფერხებს. კოვიდაქტიური შემთხვევების შემცირების გზები კი, პირბადის გამოყენებას და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას უკავშირდება.

„უნდა შევეცადოთ, რომ ახალი და აქტიური შემთხვევების შემდეგი ზრდა ავიცილოთ თავიდან. თუ ახალი შემთხვევების ზრდა შემდგომში ისევ დაფიქსირდება, შესაძლოა, ჩვენ ვერ შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია და ამას გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაც მოჰყვეს. პირბადეების გამოყენება არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რათა შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს. პანდემიის დასაძლევად, მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა“, - აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 721 388 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 665 599, გარდაიცვალა 10 089 პაციენტი.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати