USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
თენგიზ ცერცვაძე -მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში
Date:  690

მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში. 

„ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არ არის უშუალოდ დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია იმ პიროვნებებზე, რომელთაც ახლა უსმენდით ბრიფინგზე და დამოკიდებულია პირველ რიგში საზოგადოებაზე და უახლოესი სამი დღის განმავლობაში პირველ რიგში მრევლზე. მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი", – განაცხადა ცერცვაძემ.


tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way