USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო
Date:  1040

„თუ გაგრძელდა პასიურობა, რომელიც შეინიშნება ვაქცინაციის პროცესში, სახელმწიფომ რაღაც უნდა გააკეთოს, ეს რაღაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს დარწმუნების კამპანია, მაგრამ თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო, შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება, დადგეს ესეთი საკითხი, რომ იძულების რაღაც ფორმები გატარდეს“,- განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ცერცვაძემ.

ვაქცინის სავალდებულო სახით გამოყენებას არ ემხრობა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე. როგორც მან აღნიშნა: „თენგიზის მოწოდება ისეთი დიდი გულისტკივილია, ის მთელი ცხოვრება ემსახურება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას. მე ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია სავალდებულოზე არ გადავა, რადგან ეს ნებაყოფლობითია და ამ პრინციპს არ უნდ ვუღალატოთ. დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობას ეყოფა გონიერება, რომ ვაქცინაციია პროცესი არ ჩავარდეს.“

თენგიზ ცერცვაძის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოყვა საზოგადოებაში და იგი იძულებული გახდა განმარტება გაეკეთებინა

მისი თქმით: "ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებითი.

მისივე განმარტებით, საყოველთაო ვაქცინაცია უნდა მიიღწეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ ცნობილმა ადამიანებმა და გამოყენებული უნდა იყოს წარმატებული ქვეყნების მაგალითებიც.

ამასთანავე, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა სიტყვა ”საყოველთაოში” იგულსხმება საერთო ჯამში რაც შეიძლება მეტი ადამიანის აცრა, რომლის დროსაც ეტაპობრივობა დაცული უნდა იყოს.

„საქართველოში აცრილი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ვაქცინაცია უნდა იყოს საყოველთაო, მაგრამ ამას უნდა მივაღწიოთ დარწმუნებით და არა იძულებით. ამას უნდა მივაღწიოთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალებით, იქნება ეს კამპანია, ცნობადი სახეების მაგალითის მოყვანა, თუ წარმატებული ქვეყნების მაგალითის მოყვანა, მათ შორის, ისრაელის. ფართომასშტაბიანი და საყოველთაო სხვა არის და სავალდებულო სხვა, რამდენადაც სავალდებულოობა შეიცავს იძულებით კომპონენტს.

საყოველთაოს როცა ვამბობ, იგულისხმება, რომ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს აცრილი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ წელში 60-65%-ზე მეტს ვერ ავცრით, ამიტომ ეს პერსპექტივაში უნდა მოხდეს, მაგრამ, 60%-ის აცრასაც საყოველთაო ჰქვია. აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს, ერთბაშად ყველას აცრა ვერ მოხდება, ეს არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ამიტომ საყოველთაოს მე რომ ვამბობ, ჩავთვალოთ, რომ ეს გრძელვადიანი მიზანია და არა დღევანდელი. ეტაპობრივად უნდა მოხდეს საყოველთაობის მიღწევა,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის მთავარი გზაა პირბადის ტარებასთან ერთად, თუმცა პირბადის ტარება ვერ იქნება საბოლოო მიზანი, რადგან მისი მუდმივად ტარება შეუძლებელია.

„მიმაჩნია, რომ ვაქცინაცია ეს არის მთავარი გზა პანდემიასთან ბრძოლის და შესაბამისად, ყველა იმ სიძნელეების, მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური სიძნელეების დაძლევის საშუალება, რაც დაკავშირებულია პანდემიასთან. ეს არის ერთადერთი გზა პირბადეების ტარებასთან ერთად, მაგრამ პირბადეების ტარება ვერ იქნება საბოლოო მიზანი, მუდმივად არ შეიძლება პირბადეების ტარება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way