USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
თენგიზ ცერცვაძე - ვახტანგ კალოიანი ჩამოყალიბდა, როგორც ტიპიური უსაქმური
თარიღი:  1260

"ვახტანგ კალოიანი, რომელიც მაღალი რეპუტაციის მქონეა, უსაქმურად ჩამოყალიბდა.'- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ენას ძვალი არ აქვს, ყველაფერს იტყვის.

„კაცი, რომელიც არის ცნობილი რეანიმატოლოგი და მაღალი რეპუტაციის მქონე, ამჟამად ჩამოყალიბდა, როგორც ტიპური უსაქმური, რომელიც ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს. ერთი ადამიანი გადაარჩინე, მერე დამიჯექი და მეკამათე. იმდენად კარგად არის მომზადებული კლინიკური სექტორი, ვერ პოულობენ რამეს რომ თქვან. გულზე სკდებიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენი მართვის მეთოდები წარმატებულია. პირდაპირ ვერაფერს ამბობენ და ასე არაპირდაპირი მინიშნებები აქვთ“ , - განაცხადა ცერცვაძემ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის