USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
Тбилиси
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის მეორე ტალღა ან არ იქნება, ან იქნება გაცილებით რბილი
дата:  1738

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა ან არ იქნება, ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგაც კი კოვიდინფიცირებულების ოდენობა მნიშვნელოვნად არ მოიმატებს.

„ჩემი პროგნოზია, რომ საქართველოში საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო იმდენად დროულად, რაციონალურად და პროპორციულად და შედეგები არის იმდენად მდგრადი, რომ საერთაშორისო საზღვების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება მკვეთრ, მნიშვნელოვან მატებას. რაც შეეხება მეორე ტალღას გვიან შემდგომაზე, ის ან არ იქნება ან იქნება გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღა.

გარანტირებულად და თითქმის სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოს მოსახლეობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული და მას შეუძლია თავის თავს უფლება მისცეს იცხოვროს და იმუშაოს სრულფასოვანდ და კონსტრუქციულად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ის კოვიდის მხრივ საქართველოში ეპიდსიტუაციას აფასებს, როგორც „ძალიან კარგს".

„იმ სიტუაციაში, როცა მთელ მსოფლიოში იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი და ყოველდღე მყარდება ახალ -ახალი რეკორდი. ამ სიტუაციაში საქართველომ მიაღწია ახალი შემთხვევების მინიმიზაციას და შეინარჩუნა ეს მაჩვენებელი. ყველა აღიარებს, ენდიაი-ს კვლევის შედეგებიც დადებულა. საქართველოს ხელისუფლებამ და ექიმებმა დროულად მოახერხეს საპასუხო ღონისძიებების განხორციელება, რაც ვერ მოახერხა მსოფლიოში პრაქტიკულად ვერცერთი ქვეყნის მთავრობამ. მთავარია, რომ შედეგებს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მდგარდობა შეინარჩუნოს. საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიღწეული შედეგების მდგრადობაა. მატება ან არ იყო ან იყო მინიმალური. თან ეს მატებაც ლოკალიზებული იყო ერთ ადგილზე ან ტრაილერის მძღოლთა შორის. ერთადეთი გამოცდა, რომელსაც საქართველომ უნდა გაუძლოს და ვნახოთ გაუძლებს თუ არა, ეს არის საერთაშორისო ფრენების და ტურიზმის გახსნა. ყველა სხვა გამოწვევას გავუძელით და სისტემა გამოდგა მდგრადი. რა იქნება საერთაშორისო მიმოსვლის გახსნის შემდეგ, ამის თქმა არ შეიძლება"- განაცხადა ცერცვაძემ

общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати