USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
თენგიზ ცერცვაძე - 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნა, ისევ გაზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს
дата:  835

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა, გარკვეულწილად, ისევ გაზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს.

ცერცვაძის თქმით, ის შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებას ემხრობა, თუმცა მიაჩნია, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„ცხადია, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის რისკს. მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის, ძნელია არჩევა. პირადად ჩემი, ექსპერტის აზრი ასეთია- ყველაფრის გათვალისწინებით, მე მაინც შევარბილებდი ამ შეზღუდვებს ნაწილობრივ, ოღონდ პარალელურად, გავამკაცრებდი დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლს. შეზღუდვებმა იმოქმედეს და ინფექციის გადაცემა შემცირდა, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. მთლად ასე ცოტა არ არის. რეალურად, ნაწილობრივ ეს იმის გამოა, რომ კვირა იყო და მხოლოდ 5 ათასი ტესტი გაკეთდა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати