USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ტენესის შტატში, სკოლაში სროლას 6 ადამიანი, მათ შორის 3 მოსწავლე ემსხვერპლა
дата:  511

სროლას ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ სკოლაში სამი ბავშვი და სამი ზრდასრული ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

დაღუპულია თავდასხმაში ეჭვმიტანილიც. პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე მოკლა. გაირკვა, რომ ის 28 წლის ოდრი ჰეილია, რომელიც, იდენტიფიცირებულია, როგორც ტრანსგენდერი. გავრცელებული ცნობით, სასწავლებელში ის სამი იარაღით აღჭურვილი შევიდა. თავდასხმის მოტივი ჯერ დაუდგენელია.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განკარგულებით, თეთრ სახლსა და სხვა სამთავრობო შენობებზე, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის ნიშნად, პარასკევამდე დროშები დაეშვება.

პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალადობის შესაჩერებლად კონგრესს თავდასხმითი იარაღის აკრძალვის დამტკიცებისკენ მოუწოდა.

CNN-ის ინფორმაციით, მოკლული სამივე ბავშვის ასაკი 9 წელია.

სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელი 28 წლის ქალი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.

 

 

 

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати