USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
თემურ მიქელაძე - „ომიკრონი" ბავშვებშიც გავრცელდება, რადგან ისინი ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულ ფენას წარმოადგენენ
дата:  478

ალბათ, „ომიკრონი" ბავშვებშიც გავრცელდება, რადგან ისინი ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულ ფენას წარმოადგენენ, - ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან მიმართებით, ბავშვების ფენა ყველაზე არაიმუნურია მთელ მსოფლიოში და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს.

„შესაბამისად, ეს ჯგუფი მოწყვლადია და ალბათ ბავშვებშიც გავრცელდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს შტამიც ისე მსუბუქად წარიმართება, როგორც აქამდე არსებული სხვა შტამები. კიდევ ერთხელ გეტყვით, რამდენიმე ათასი პაციენტი გავატარე და ჰოსპიტალიზაციის მინიმალური შემთხვევები გვქონდა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს შტამიც მსუბუქად წავა ბავშვებში", - განაცხადა მიქელაძემ.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати