USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
თემურ კობიძე - არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ეს ხალხი სწორედ ამიტომ ხვდება სტაციონარებში
дата:  1220

„კლინიკურ ტოქსიკოლოგიური ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე, თემურ კობიძე თბილისში, ბოლო 3 კვირაში მწვავე ტოქსიკური მოწამვლით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მომატებული ინტოქსიკაცია გამოწვეულია ალკოჰოლით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით, ან ორივე მათგანის ერთად მიღებით.

„მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ პანდემიის პერიოდში, მწვავე მოწამვლის რაოდენობამ დაიკლო, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში თბილისში მწვავე მოწამვლით განვითარებულ უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა. შემთხვევების უმეტესობა ძირითადად ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ან კიდევ ორივეს ერთად მიღებით არის გამოწვეული. არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ეს ხალხი სწორედ ამიტომ ხვდება სტაციონარებში, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ამის გამომწვევი ყველაზე რეალური მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობამ დაიწყო თავისუფალი სიარული და ქცევა, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს კი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას“, - თქვა კობიძემ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати