USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
Тбилиси
თემურ ჭყონია: ეკონომიკური ზრდით ილუზიაში ვართ
дата:  550

"ეკონომიკური ზრდით ილუზიაში ვართ და მოგვწონს ეს სიტუაცია“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა. ბიზნესმენის აზრით, საქართველოს ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომის ხარჯზე იზრდება.

„საქართველოში ეკონომიკის ორნიშნა ზრდის პროცესი ემთხვევა რუსეთ-უკრაინის საშინელ ომის... როდესაც ორ ქვეყანას შორის ომია, მესამე ქვეყანა რომელიც ტერიტორიულად ახლოს მდებარეობს, შეიძლება გამოყენებული იქნას არა მხოლოდ სანქცირებული ტვირთის გატარების ადგილად, არამედ შეიძლება, ჩვეულებრივ ეკონომიკაში მონაწილეობდეს; აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკა ომის ხარჯზე იზრდება“, - ასე უპასუხა თემურ ჭყონიამ წამყვანის კითხვას - ძირითადად, რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 10.1%-ით.

„მოგეხსენებათ, მიგრანტების რიცხვი გაიზარდა... ასევე, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე გაექცა კონფლიქტს და სხვა ქვეყნებიდან რიცხავენ ფულს. ამ ყველაფერმა ერთად საქართველოს ეკონომიკის წინსვლას შეუწყო ხელი“, - დასძინა ბიზნესმენმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას - ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რამდენად მდგრადია ეკონომიკური ზრდა - თემურ ჭყონიამ ასეთი პასუხი გასცა:

„ეს ზრდა მდგრადი არ შეიძლება იყოს, რადგან არ შეიძლება ომი დიდხანს გაგრძელდეს. ჩემი აზრით, ომის შემდეგ, ინვესტიციების მთელი ნაკადი, ძირითადად, წავა უკრაინაში; მილიარდობით თანხა სჭირდება უკრაინის აღდგენას - კომპანიების მხარდაჭერის გარდა, ამ ქვეყანას ექნება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა და ეს გამართლებულიც არის“, - თქვა მან.

ბიზნესმენის აზრით, იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ მაღალი ტემპით ზრდა გააგრძელოს, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუროკრატიამ ეფექტიანად იმუშაოს.

„გადაწყვეტილებების მიღების ტემპი უფრო სწრაფი უნდა იყოს, რადგან ეს განსაზღვრავს ეკონომიკის სწრაფ ზრდას“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ და სასამართლო სისტემის რეფორმირების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

мир
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати