შოკში ჩავვარდი, რა. ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი" - ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომელმაც განაცხადა, რომ ჭყონია მეობის კარგი კანდიდატი იქნებოდა.
"გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება არ შეესაბამება ასეთ არაჩვეულებრივ ქალაქს. თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება" - თქვა ჭყონია ტვ "ფორმულასთან" საუბრისას.