USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
თემურ ჭყონია - ქართული წყალი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი არ არის
Date:  905

„მსოფლიო ბაზარზე წყლის ბიზნესში ძალიან დიდი კონკურენცია პროდუქტის ღირებულებიდან გამომდინარეობს. დიდ კომპანიებს წყლის ბიზნესი იმდენად ოკუპირებული აქვთ, რომ მათი ჩანაცვლება ძალიან რთულია. ზოგიერთ ქვეყანა, მაგალითად თურქეთი თავის წარმოებებს ექსპორტზე სუბსიდირებასაც უკეთებენ, რომ დიდი მოცულობით წყალი გაიტანონ. მსოფლიოში მოთხოვნილება წყალზე დიდია, მაგრამ კონკურენცია ფასებშია. ზოგიერთი დიდი კომპანია უფრო ძვირად ყიდის წყალს რადგან მათი მომხმარებლის მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობს.


მიუხედავად იმისა, რომ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო წყლის ქვეყანაა, ჩვენი წყალი საერთაშორისო ბაზარზე იაფი არ არის. ცოტა ძვირია წყალი ჩვენთან. ჩვენი წყალი ფასით კონკურენტუნარიანი არ არის, რადგან რაღაც საქონელი - ნედლეული და ა.შ. უცხოეთიდან შემოგვაქვს და მასზე ვართ დამოკიდებული. საერთაშორისო ბაზარზე კი წყლის ხარისხთან და ნდობასთან ერთად ფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია.


მისი შეფასებით, მსოფლიოში წყლის მწარმოებელი წამყვან კომპანიებთან კონკურენციაში შესვლა რთულია, რადგან მათ ხარისხთან ერთად მომხმარებლის ნდობაც აქვთ მოპოვებული.

თუმცა მაღალი კონკურენციის მიუხედავად „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მენეჯმენტი, მაინც გეგმავს წყალი „მთის“ აზერბაიჯანის ბაზარზე შეტანას და იქ Bon Aqua-ს ადგილის დაკავებას. მიზნის მიღწევას თემურ ჭყონია აზერბაიჯანში „კოკა-კოლას“ მწარმოებელთან თანამშრომლობით აპირებს, რომელიც ქვეყანაში წლიურად 15 მლნ ბოთლი Bon Aqua-ს ყიდის, რაც აზერბაიჯანში წყალზე არსებული მოთხოვნის 10-15%-ს შეადგენს.


2021 წელს საქართველომ მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტით 141.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის საექსპორტო მაჩვენებელს 21.6%-ით აღემატება. მინერალური და მტკნარი წყლები  საექსპორტო საქონლის 10-ეულში 3.3%-იანი წილით მეექვსე ადგილი უკავია.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way