USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
თემურ ბასილია - ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ
дата:  1656

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი  თემურ ბასილია ეროვნული ვალუტის დღევანდელ მდგომარეობაზე და ეროვნული ბანკის არასწორი  ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე განცხადებას აკეთებს.

 

დღეს თემურ ბასილია აშშ-ს მოქალაქეა და ამერიკული საგადასახადო სამსახურის სპეციალური პროგრამით  მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს უკვე დაგროვებული. 

 

„- ბევრმა მკითხა რა ხდება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ ატრიბუტთან, ეროვნულ ვალუტასთან ლართან დაკავშირებით და ხომ არ არის ეს დაკავშირებული კორონავისთან. გარკვეულწილად დაკავშირებულია, თუმცა, მხოლოდ გარკვეულწილად; მთავარი და გადამწყვეტი კი, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა.

 

პირადად მე, გული მტკივა ამის გამო, რადგან ლარი არის ჩემი შვილობილი: მესმის, რომ ახალგაზდებმა არ იციან, მაგრამ იმედია, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებს ახსოვთ რომ სწორედ მე გახლდით იმ სამთავრობო შტაბის ხელმძღვანელი, ვინც მოამზადა ფულის რეფორმა საქართველოში და 1995 წლის სექტემბერში მიმოქცევაში გაუშვა ლარი. ამ საქმეში ჩემთან ერთად უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ვლადიმერ პაპავას, დავით იაკობიძეს, ნოდარ ჯავახიშვილს, მერაბ კაკულიას და სხვებს.

 

გასულ კვირას გვამცნეს, რომ გაცვლითი კურსის დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გამოიტანა ბაზარზე; ანუ, მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი.

 

მაგრამ, არავის უთქვამს რა ხდებოდა მის პარალელურად. და, ხდებოდა ის რომ, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა ლარის გაუფასურების მიზანმიმართულ პოლიტიკას, რასაც რამდენიმე წელია ატარებს.

 

კერძოდ, "რეფინანსირების" სესხების საბაბით ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა:

12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი

19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი

26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი

(ინფორმაციის წყარო: ეროვნული ბანკის ვებ გვერდი, რეფინანსირების აუქციონებზე გაცემული სესხები.)

 

როგორც ვხედავთ, გასული კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაყიდა რეზერვებიდან, ანუ მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. თუმცა, იმავე კვირის განმავლობაში მიმოქცევაში დამატებით გაუშვა .. "რეფინანსირების სესხების" სახით 2,420.000 ლარი(ანუ თითქმის 2 მილიარდ 500 მილიონი) ლარი. არა მგონია, ამის შემდეგ ვინმესთვის გასაკვირი იყოს ის, რაც ხდება ლართან დაკავშირებით.

 

ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების, ანუ ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს 100 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 350 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც იგივე ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით უშვებს 7-ჯერ მეტ ლარს. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია.

 

მოკლედ, პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა ფინანსური სტაბილურობა გახლავთ.

 

ნამდვილად არ მესმის, რატომ უყურებენ წყნარად ამ საკმაოდ საშიშ პროცესს გადაწყვეტილების მიმღები პირები, რადგან ფინანსური დესტაბილიზაცია სახიფათოა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ პირადად მათთვისაც.

 

წყარო:https://www.facebook.com/temur.basilia

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати