USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თემქის ხევში საქალაქო პარკი მოეწყობა
თარიღი:  737
თბილისის მერი თემქის ხევში საქალაქო პარკის მოწყობის მიზნით დაწყებულ სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის თქმით, 22 ჰა ფართობზე, სადაც ადრე მხოლოდ ჭაობი იყო, თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი პარკი მოეწყობა.
 
„ნაძალადევის რაიონში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის - საქალაქო პარკის განხორციელება. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება რეკრეაციული სივრცეების მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, არსებულს კი მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. პირველ ეტაპზე რა სამუშაოებიც მიმდინარეობს, არის მიწის ზედაპირის მოჭრა. რაც დაჭაობებული იყო, მოიხსნება, რის შემდეგაც დაიწყება უშულოდ პარკის მოწყობის სამუშაოები. გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაც ეს იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი პარკი მოეწყოს ქალაქში იმისთვის, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და ადამიანებს ჰქონდეთ დასვენების, განტვირთვის შესაძლებლობა. ასეთი პროექტები ყოველთვის მისასალმებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
ამ ეტაპზე დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა და მედიათეკის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანობაში კი, 22 ჰექტარზე იგეგმება სკეიტპარკის, სარბენი, სასეირნო და ველობილიკების მოწყობა, ასევე, აშენდება კაფე, მედიათეკა, ბელვედერი; მოეწყობა სპორტული და საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ურბანული მეურნეობის ზონა. ამასთან, ტერიტორიაზე გაკეთდება ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს; დამონტაჟდება განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ტერიტორიაზე დაგეგმილია 4764 ძირი ხის, 820 ბალახოვანი მცენარისა და 4640 ძირი ბუჩქის დარგვა, 55 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი დაითესება ბალახი. პარკის მოწყობის სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
 
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის