ქალაქ თელავში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც 12 შენობის ფასადის რეაბილიტაციას მოიცავდა, დასრულებულია. შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, რეკრიაციული სივრცეები, ქუჩის და ფასადის განათება, რისთვისაც 5,133, 512 ლარი დაიხარჯა.
ამ ეტაპზე, თელავში რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება, რაც მოიცავს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობების რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკვერები, საცხოვრებელი სახლების ღობეები.
სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 9,000,000 ლარს შეადგენს.