USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
თელაველმა კოლექციონერმა, საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
Date:  1629

ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს.

თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის შე­ძე­ნა იყო, სა­ქარ­თვე­ლოს 400-მი­ლი­ონ ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­გან­ძუ­რი და­უ­ტო­ვა - თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში, ამ­ჟა­მად, 1870 ექ­სპო­ნა­ტია გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­მელ­თა­ნაგ 200 ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის პი­რად კო­ლექ­ცი­ას ეკუთ­ვნის.

ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი (მარ­ცხნი­დან პირ­ვე­ლი) თე­ლავ­ში

იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­დან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის კარლ პი­ლო­ტის "ლუ­დო­ვი­კო მე-17 ტყვედ ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან"; ფრან­გი მხატ­ვრის რე­ნოს "მთვა­რი­ა­ნი ღამე"; მი­ხაი ზი­ჩის "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის მირ­თმე­ვა თა­მა­რი­სათ­ვის"; უც­ნო­ბი ავ­ტო­რის "მა­დო­ნა ყრმით" და ა.შ.

 

ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი­დან ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში ისე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი არი­ან წარ­მოდ­გენლ­ნი, რო­გო­რე­ბი­ცაა: გიგო გა­ბაშ­ვი­ლი (ოთხი ორი­გი­ნა­ლი ტილო), ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

"ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ჩემი ხალ­ხის ფი­ზი­კურ მშვე­ნი­ე­რე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე მისი სუ­ლი­ე­რი მშვე­ნი­ე­რე­ბის­თვი­საც გა­მე­წია ან­გა­რი­ში, ამ მიზ­ნით ვი­ძენ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ქმნი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ჩემს ხალ­ხს, ერს, ჩემს სამ­შობ­ლოს ვუ­ძღვე­ნი..." - წერ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი.

AMBEBI.GE თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის მცველს, ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც პი­რა­დად იც­ნობ­და კო­ლექ­ცი­ო­ნერს:

"ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შა­ლა­ურ­ში 1883 წლის 23 აპ­რილს თა­ვად მე­რაბ იაშ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მან ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა თე­ლავ­ში გა­ა­ტა­რა.

1900 წელს და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა თე­ლა­ვის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ქალ­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო. სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კი გა­ემ­გზავ­რა ხარ­კოვ­ში და ფარ­მა­ცევ­ტო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე და­ი­წყო სწავ­ლა. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ თე­ლავ­ში კერ­ძო აფ­თი­აქ­ში პრო­ვი­ზო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1930-იან წლებ­ში ახა­ლი ინ­ტე­რე­სი, კოს­მე­ტო­ლო­გია გა­უჩ­ნდა. ამ პრო­ფე­სი­ას ის ქა­ლაქ პე­ტერ­ბურ­გში და­ე­უფ­ლა, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი თბი­ლის­ში სა­კუ­თარ სახ­ლში კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი გახ­სნა, სა­დაც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მუ­შა­ობ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქე­თე­ვა­ნი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ხე­ლოვ­ნე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მხატ­ვრო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. თე­ლავ­ში მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვა­რი, გვა­რად ან­ტე­ნი და ჰქონ­და გახ­სნი­ლი ხატ­ვის წრე. ქე­თე­ვა­ნი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად შე­სუ­ლა ამ წრე­ზე, მაგ­რამ მხატ­ვრო­ბა არ გა­მოს­ვლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლოვ­ნე­ბას მა­ინც არ ჩა­მო­შორ­და და და­ი­წყო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა.

მა­მა­მი­სი მე­რაბ იაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო პირი იყო და შა­მი­ლის ბრძო­ლებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რო­დე­საც ვნა­ხე ფრანც რუ­ბოს ფერ­წე­რუ­ლი ტილო "გუ­ნი­ბის აღე­ბა", მა­მას მო­ნა­თხრო­ბი გა­მახ­სენ­დაო, იგო­ნებ­და ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი. 1930 წელს ეს ტილო თბი­ლის­ში ერთ-ერთ სამ­ხატ­ვრო სა­ლონ­ში შე­უ­ძე­ნია.

ფრანც რუ­ბოს ნა­ხა­ტი "აულ ღუ­ნი­ბის აღე­ბა". ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ის პირ­ვე­ლი ტილო

მას ფუ­ფუ­ნე­ბით არა­სო­დეს უცხოვ­რია. ხარ­კოვ­ში კოს­მე­ტო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, თბი­ლის­ში დამ­კვიდ­რდა, გახ­სნა კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი და მთელ თა­ვის შე­მო­სა­ვალს ხარ­ჯავ­და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ში. გარ­და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა, მის კო­ლექ­ცი­ას ამ­შვე­ნებს უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბიც: გუ­დო­ნის ვე­ნე­რა, უნი­კა­ლუ­რი ჩი­ნუ­რი ვა­ზე­ბი, ბუ­დას ქან­და­კე­ბა, რო­მის მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ხე­დე­ბი და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი" - გვიყ­ვე­ბა თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის მცვე­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი ექ­სპო­ნა­ტის შე­ძე­ნას თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში აღ­წე­რა და შე­მო­ი­ნა­ხა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის, კარლ პი­ლო­ტის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს - "საფ­რან­გე­თის მეფე ლუ­დო­ვი­კო მეჩ­ვიდ­მე­ტე ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან" აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ტი­ლოს ორი­გი­ნა­ლი, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი, ხოლო მხატ­ვრის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, დრეზ­დენ­ში მისი ას­ლია გა­მო­ფე­ნი­ლი.

"ქე­თე­ვა­ნი ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი და შვი­ლი არ ჰყავ­და. ამან გა­ნა­პი­რო­ბა მისი კო­ლექ­ცი­ის გად­მო­ცე­მა მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის­თვის. მისი მე­ო­რე მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ კა­ზა­ე­ვი იყო - მო­ხე­ტი­ა­ლე სამ­სა­ხი­ო­ბო და­სის მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი, ისიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­ძე­ნით. ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, წყვი­ლი ოდე­სა­ში იყო სა­მოგ­ზა­უ­როდ, ერთ-ერთ სა­სა­დი­ლო­ში შე­სუ­ლან სა­სა­უზ­მოდ.

მა­გი­დას­თა­ნაც დამ­სხდა­რან, რო­მელ­ზეც კარლ პი­ლო­ტის ეს ტილო იყო გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. გად­მო­უბ­რუ­ნე­ბია ქალ­ბა­ტონ ქე­თე­ვანს და უნა­ხავს გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის ხელ­მო­წე­რა, გა­ო­ცე­ბუ­ლა. მე­პატ­რო­ნეს­თვის უთ­ქვამს, ეს სუფ­რა მოგ­ვყი­დე და რამ­დენ­საც გნე­ბავთ გა­და­ვიხ­დი­თო. გაკ­ვირ­ვე­ბია ბა­რის მე­პატ­რო­ნეს, არ იცო­და რა ტი­ლო­ზე იყო სა­უ­ბა­რი და მი­ნი­მა­ლურ თან­ხად შე­უ­ძე­ნი­ათ ეს ტილო და წა­მო­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ყვე­ბა ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლი.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის ღვაწ­ლის შე­სა­ხებ უამ­ბო, ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რია. ის სი­ნა­ნულს გა­მოთ­ქვამს იმის გამო, რომ მე­ცე­ნა­ტი ქალი სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი არ არის და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მის შე­სა­ხებ არ იცის:

"გარ­და იმი­სა, რომ იგი ყი­დუ­ლობ­და უნი­კა­ლურ ნა­მუ­შევ­რებს, ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბი ჩუქ­ნიდ­ნენ კი­დეც თა­ვი­ანთ ტი­ლო­ებს, რად­გან იცოდ­ნენ ამ ქა­ლის ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის, მხატ­ვრო­ბის მი­მართ.

გარ­და იმი­სა, რომ ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი ქა­ლებს ალა­მა­ზებ­და და მათ ფი­ზი­კურ სი­ლა­მა­ზე­ზე ზრუ­ნავ­და, მან ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბა­შიც შე­ი­ტა­ნა უდი­დე­სი წვლი­ლი. ეს არის 400 მი­ლი­ონ­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც მან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს შე­მო­უ­ნა­ხა!" - ამ­ბობს გოგა ჩა­ნა­დი­რი.

 

 

ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა თა­ვი­სი კო­ლექ­ცია თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმს სამ ეტა­პად გა­დას­ცა. იგი სი­ცო­ცხლე­ში­ვე მო­ეს­წრო სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნას და და­ათ­ვა­ლი­ე­რა კი­დეც ის.

თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე 1980 წელს ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, 97 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ, თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი...

ფოტო: გოგა ჩა­ნა­დი­რი

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way