USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
"თელასის" განცხადება - თბილისის ქუჩები, რომელთაც დღეს დენი გაეთიშებათ
дата:  1765

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

 სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის  გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, იუმაშევის და ლუი ბლერიოს ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, თაყაიშვილის და ლანდიას ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.  

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირის, საბურთალოს, კარტოზიას, ცინცაძის, უნივერსიტეტის, გაბაშვილის, ლორთქიფანიძის, თამარაშვილის, ასათიანის, ქავთარაძის, ქუთათელაძის, ანტონოვსკაიას, შავგულიძის, ხუციშვილის, ბუდაპეშტის, შევარდენის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების,  პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ბენდელიანის, ჩიქვანაიას, კუკური გოგიაშვილის და ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო  გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ჭიაურელის, პეტრიწის, თინათინის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასაწავლო მეურნეობის, იმედაშვილის, ზემო ვეძისის, არდაზიანის,  ვაზისუბნის, ბრეგვაძის, ისაკაძის, გაგარინის, არშბას, შარტავას, სახოკიას, ოდიშელიძის, მგალობლიშვილის, ღლონტის, მონასტრის, ძიძიგურის და კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.  

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, მანაგაძის, ანდრონიკაშვილის და ჩიქვანაიას ქუჩების მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IIა მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და თემურ  ქევხიშვილს ქუჩის მოსახლეობას.  

კრწანისის რაიონი

 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთვის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, სოფელი თელეთის, სვანების დასახლების, ოქროყანის დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გულბანის, რაფავას, პატარაიას, გზისკარის, ერეკლეს, გორგასლის, მეფე სოლომონის, ორთაჭალის, ნადიკვარის (ნაწილობრივ), დადიანის (ნაწილობრივ), ვოლსკის, კალანდაძის, კრწანისის, ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშვილის, გოგჩას, სულხანიშვილის, ორბელიანის, სანაპიროს და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.  

ვაკის და საბურთალოს რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიშველაძის, ივლეთის, გივი სვანიძის, ტარიელ სვანიძის, თამარაშვილის, ლორთქიფანიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати