USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
"თელასის" განცხადება - თბილისის ქუჩები, რომელთაც 25 მარტს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  546

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, ილორის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გიორგი სააკაძის, ცოტნე დადიანის, წიკლაურის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, მუშკორის, გულრიფშის, ლიკანის, ჩაქვის, წმინდა მელქისედეკ პირველის, კამალოვის, ქართველიშვილის, ეროსი მანჯგალაძის, ნიკო მარის, ჯანელიძის, ვასილ თამარაშვილის, სართანიას, საჭილაოს, ლევან ქართლელიშვილის, სვანეთის, გომბორის, სუმბათაშვილი-იუჟინის, ხევსურეთის და მეჯვრისხევის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოდორის, ანდრია აფაქიძის, ფიზკულტურის, მერაბ ალექსიძის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ოჟიოს, ჩიქვანაიას, კოსტავას, გიორგი მიროტაძის ბენდელიანის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, ჯიქიას, შავგულიძის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, მარიჯანის, მარიკა ბარათაშვილის, ჩახავას, მარგიანის, გამრეკელის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის