USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდებათ ელექტრომომარაგება 2 სექტემბერს?
თარიღი:  783

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ სანარგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის, მერი შერვაშიძის, იოსებ ჟორდანიას, ზამთრიანის, ბეთაშვილის,  გენო ადამიას,  ტარას  კვარაცხელიას,  თამარ და აკაკი პაპავების,  ხუდადოვის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, ორჯონიკიძე-ტოროშელიძის და არქიმანდრიტ ილია  კარტოზიას  ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, პირველი რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ),  კაკაბაძეების,  გრიბოედოვის, 8 მარტის და ვანო სარაჯაიშვილის ქუჩების   მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის  გამზირის (ნაწილობრივ), ბაგების დასახლების, ტაბლიაშვილის, ფალიაშვილის, ბარნოვის და  ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, ტაშკენტის,  იოსებიძის, ცაგარელის, ფანჯიკიძის, გოთუას, ჯანელიძის, იშხნელების და ბუდაპეშტის   ქუჩების  მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გლდანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის (ნაწილობრივ),  ქერჩის და  გმირ  კურსანტების ქუჩების  მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ),  სოფელი დიდი  ლილოს, ზემო ალექსეევკის დასახლების, მეტრო  ვარკეთილის  მიმდებარე  ტერიტორიის, სურგულაძის, ბაღდავაძის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, სანაძის, ანდრიაძის, ახვლედიანის,  ქართველიშვილის,  ევროპის და  იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის