USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც15 ივლისს დენი გაეთიშებათ
Date:  612

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის,  სოფელი ფონიჭალის, მარნეულის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის,  ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების,  სვანების დასახლების,  ჟორდანიას,  კოსტავას,  ღოღობერიძის,  გულბანის,  გორგასლის (ნაწილობრივ), ლომინაძის,  სურგულაძის, სადგურის,  ვაგზლის,  ვირსალაძის, მარაბდის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის, მარნეულის, ქინძმარაულის, ბოგდან ხმელნიცკის,  კრწანისის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, პეტრე გრუზინსკის, დიდი-ჯიხაიშის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის, ჯავის, ნესტორ გარდაფხაძის და მოლოკოვის ქუჩების  მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის, ეთერ ბოცვაძის, აკაკი ბელიაშვილის და დისევის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ლეო და ნოდარ გაბუნიების, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, უჩა ჯაფარიძის, ჭილაიას, ლევან ჩარკვიანის, შალვა ნუცუბიძის, პაატა დათუაშვილის, მელიტონ ქანთარიას, ალექსანდრე ბანძელაძის, იყალთოს გორის, ბახტრიონის, ბაკურციხის, გურამ ბზვანელის, ტუსკიას, ზურაბ ქაფიანიძის, ნატახტარის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ტეხურის, წინაუბნის, ანდღულაძის, ალექსანდრე ბასილაიას, იყალთოს, ქარელის და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way