USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს დენი გაეთიშებათ
Date:  718

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, III, IV, V მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, მეტრო “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ხიზამბარელის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ზარზმის, სარაჯიშვილის, წყაროთუბნის, ხევისპირის, ჯაბიძის, მწვანე, შულენბერგის, ფარსმან II ქველის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზარზმის, დავით თავხელიძის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, ქერჩის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ილორის, ხიზაბავრის და ევგენი ხარაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის II, IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანი-2 დასახლების, მუხიანის აგარაკების, დუმბაძის გამზირის, ვახტანგ ფირცხალავას, გიორგი ავალიშვილის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), დუმბაძის გამზირის (ნაწილობრივ), გამარჯვების და მარატ ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის I, II, IIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ზურაბ პატარიძის, ჯუმბერ ლეჟავას, წყალსადენის, გიორგი დეკანოზიშვილი, აჩაბეთის, თამარ ღვალაძის და თემურ ქევხიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის და საბურთალოს რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, გოთუას, სანაპიროს, გიორგი მიროტაძის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, კოდორის, ოჟიოს, ფიზკულტურის, მერაბ ალექსიძის, მერაბ კოსტავას, ბენდელიანის, სიმონ ჩიქოვანის, ანდრია აფაქიძის და აკაკი ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way