USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს დენი გაეთიშებათ
дата:  568

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის  გზატკეცილის, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის,  გლდანის მასივის I, II, III, IIIა, IV, V, VI მიკრორაიონების, გლდანის  ხევის დასახლების, მემედ აბაშიძის, ნანეიშვილის, ჯაბიძის, კეცხოველის, ხიზანიშვილის, ვართაგავას, მიქელაძის, ხერგიანის, საკანდელიძის, ნოზაძის, ბოჭორიშვილის, ქერჩის, გმირ კურსანტთა და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ავჭალა-2  დასახლების, ბოჭორიშვილის, ქერჩის, ხიზანიშვილის, ვეკუას, შეშელიძის, მოსულიშვილის, ხევძმარის, გობრონიძის, ახმეტელის, შენგელაიას, ბრონშტეინის და ლურჯქედის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, სამხედრო ქალაქის, ქეთევან დედოფლის გამზირის, დოდაშვილის, საექიმოს, ჯორჯ ბუშის, მესხიშვილის, კაჩინსკის, ჰოლბრუკის, ალაზნის, იორის, ხიდისთავის, ცუცქირიძის, კასპის, მეტეხის, რუისის, შირაქის, ჩეხოვის, ბარათაშვილის, არმაზის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, კახეთის ხევის, გაბრიელ ეპისკოპოსის, შორაპნის, სოფრომაძის, არარატის, წერნაკის, ავლაბრის, ლობჟანიძის, გელათის, ჯორბენაძის, ცუცხვათის, ჰოსპიტლის, დოესის, არეშიძის, ლასხიშვილის, დუშეთის, აწყურის და რთველაძის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის და საბურთალოს რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გოძიაშვილის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ახმეტელის, ნოდარ ბოხუას, ციალა გაბაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გიორგი ტერევერკოს და ჩაჩავას ქუჩების  მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის  მოედნის, დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გოძიაშვილის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ახმეტელის, ნოდარ ბოხუას, ციალა გაბაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გიორგი ტერევერკოს, ბერბუკის, კოსტავას, აფაქიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, კვერნაძის, ტყვარჩელის და ალმასიანის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის,  ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, ავშნის, ანაპის, გია რომელაშვილის, ანაპის 414-ე დივიზიის, ავეტიკ ისაკიანის, რომელაშვილის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), გედევანიშვილის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, იმედაძის, უჩანეიშვილის, კორძაიას, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბაზალეთის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати