USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 9 იანვარს დენი გაეთიშებათ
дата:  552

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 9 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის  გორის, შმიდტის, ტატიშვილის, ბურძგლას, საირმის, გონიაშვილის, ანჯაფარიძის, მინდელის, სანდრო ეულის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და მუხიანის აგარაკების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის  მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ვარკეთილი-3 I, II, III, IV, V მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 X კვარტლის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, შუამთის, გახოკიძოის, კალოუბნის, იყალთოს, ვასაძის, საცხენისის, აბაშვილის, მიშველაძის, ბერიაშვილის, ფანასკეტრელი-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, ჯავახეთის, აბულაძის,  მზითაგორის, ნაირაშვილის, მაისურაძის, შტენბერგის, შანდორ პეტეფის, ჩაჩუას, 17 შინდისელი გმირის, ლაღიძის და მანდელშტამის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати