USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 6 თებერვალს დენი გაეთიშებათ
дата:  

06 თებერვალი   ელ.მომარაგების არაგეგმიური წყვეტა(ავარია)

გაცნობებთ,რომ ქსელში ავარიის   გამო არ მიეწოდება ელ ენერგია ვარკეთილის   რაიონის შემდეგ ქუჩებს:

მოსკოვის გამზ.,აეროპ. დასახ. ,ქინძმარაულის შეს. ,გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ.(სამგ) ,ქინძმარაულის ჩიხი,გიორგი მდივანის I შეს.(ის),ქინძმარაულის II შეს.,მოსკოვის გამზ. 4კვ.,კახეთის გზატკეცილი,უცნობი ქუჩა,ქინძმარაულის ქ.,ქინძმარაულის II ქუჩა,ნანა სამარგულიანის ქ.(ვარკ),ჯავახეთის ქ. ,სამრეწველო დას. ,მოსკოვის გამზ. 2კვ.,მოსკ.გზ.სატან ქ.საცხ,გრიგოლ ლორთქიფანიძის გასას(სამგ)

ნავთლუღის დასახლება,წუწუნავას ქ. (სამგორი) ,ქინძმარაულის ქ.,პაატა გუგუშვილის ქ.,გიორგი გურჯიევის ჩიხი,გიორგი გვაზავას ქ (სამგ),გიორგი ოდიშელიძის I შეს (სამგ),მერაბ ქვილითაიას ქ.(სამგ),ჯამბულ წურწუმიას III შეს(სამ),გუმათჰესის ქ.,ნუგზარ საჯაიას ქ.(სამგ) ,თურაშაულის ჩიხი,ირინე ალექსიძის ქ.(სამგ),ლოჭინის ხევის ქ.(სამგ),ირინა ენუქიძის I გასას. ,სამგორის ველის I გასას(სამგ),იების ქ(სამგ),სავანის I შეს(სამგ) ,ნავთლუღის 2 დას. 7ქ.,ბ.ჭიჭინაძის VI ჩიხი ,ბ.ჭიჭინაძის ჩიხი ,ჭიჭინაძის 360კმ ჩიხი,გიორგი გურჯიევის ქ,გიორგი მაჩაბელის ქ(სამგ),ემა ლალაევა-ედიბერიძის ქ.(სამგ),ირინა შტენბერგის ქ. ,ქვემო ალექსეევკა, ნავთისხევი,ნავთლუღი-2,360კმ მიმდ,გიორგი გურგენიძის შეს.,მოსტკოვის ქ.,ენგურჰესის ქ.,ვარკეთილი-III მასივი-ზ/პლ ,ბ.ჭიჭინაძის ქ. ,აფრიკის დას "თბილგაზ." მიმდ. ,გიორგი ოდიშელიძის II ჩიხი (სამგ),ნიკოლოზ აფხაზის ქ.,გიორგი(გივი) თურმანაულის ქ.(სამგ),ჯამბულ წურწუმიას II შეს(სამ),იების II შეს(სამგ),დიდი ლილო-პატარა ლილო,ტიმოთე გაბაშვილის ქ.(სამგ),წურწუმიას ქ.,ლოჭინის ხევი,აფრიკის დასახ.360კმ,ილია ბახტაძის Iშეს (სამგ) ,ჯამბულ წურწუმიას I შეს(სამ),ცისკარიშვილის ქ.,ნავთლუღის დას. II შეს. ,ბ.ჭიჭინაძის 360-ე კმ ,ილია ბახტაძის ქ (სამგ) ,ველის ქ. 1 გასას.,მიხეილ გრიგორაშვილის ქ.(სამ),იდუმალის ქ.,გარდაბნის გზატკეცილი,ჯამბულ წურწუმიას ქ. ,ჯამბულ წურწუმიას IV შეს(სამ),ნავთლუღის დასახ. 360კმ.(აგარაკები),ნავთლუღის 2 დას. 4 ქ.,კახეთის გზატკეცილი,II ნავთლუღის დას. 360კმ,თურაშაულის ქ.,გიორგი გვაზავას Iშეს(სამგ),გიორგი ოდიშელიძის ქ (სამგ),ფრონეს ქ.(სამგ),სამგორის დას. სავანე, 360კმ,ცისარტყელას ქ.
 ენერგომომარაგების აღდგენის სავარაუდო  დრო:  06.02.2024  13:29 სთ.

წუწუნავას ქ. (სამგორი) ,პაატა გუგუშვილის ქ.,გიორგი მაჩაბელის ქ(სამგ),გიორგი გვაზავას ქ (სამგ),გიორგი(გივი) თურმანაულის ქ.(სამგ),სამგორის ველის I გასას(სამგ),ნავთლუღი-2,360კმ მიმდ,ჯამბულ წურწუმიას III შეს(სამ),გუმათჰესის ქ.,ნუგზარ საჯაიას ქ.(სამგ) ,ბ.ჭიჭინაძის 360-ე კმ ,აფრიკის დას "თბილგაზ." მიმდ. ,გიორგი გურჯიევის ქ,თურაშაულის ქ.,თურაშაულის ჩიხი,გიორგი ოდიშელიძის I შეს (სამგ),ირინა შტენბერგის ქ. ,იების II შეს(სამგ),სავანის I შეს(სამგ) ,სამგორის დას. სავანე, 360კმ,იდუმალის ქ.,ნავთლუღის 2 დას. 4 ქ.,ბ.ჭიჭინაძის VI ჩიხი წურწუმიას ქ.,ჯამბულ წურწუმიას ქ. ,გიორგი გვაზავას Iშეს(სამგ),ფრონეს ქ.(სამგ),ირინე ალექსიძის ქ.(სამგ),მერაბ ქვილითაიას ქ.(სამგ),ლოჭინის ხევის ქ.(სამგ),ქვემო ალექსეევკა, ნავთისხევი,ნავთლუღის დასახ. 360კმ.(აგარაკები),ქინძმარაულის ქ.,გარდაბნის გზატკეცილი,ჭიჭინაძის 360კმ ჩიხი,ილია ბახტაძის ქ (სამგ) ,გიორგი ოდიშელიძის ქ (სამგ),ირინა ენუქიძის I გასას. ,ემა ლალაევა-ედიბერიძის ქ.(სამგ),ველის ქ. 1 გასას.,ჯამბულ წურწუმიას I შეს(სამ),გიორგი გურგენიძის შეს.,იების ქ(სამგ),ნავთლუღის დასახლება,ბ.ჭიჭინაძის ქ. ,II ნავთლუღის დას. 360კმ,ლოჭინის ხევი,ილია ბახტაძის Iშეს (სამგ) ,ნიკოლოზ აფხაზის ქ.,მიხეილ გრიგორაშვილის ქ.(სამ),ცისკარიშვილის ქ.,ტიმოთე გაბაშვილის ქ.(სამგ),ნავთლუღის დას. II შეს. ,აფრიკის დასახ.360კმ,ჯამბულ წურწუმიას II შეს(სამ),ჯამბულ წურწუმიას IV შეს(სამ),დიდი ლილო-პატარა ლილო,მოსტკოვის ქ.,კახეთის გზატკეცილი,ბ.ჭიჭინაძის ჩიხი ,გიორგი გურჯიევის ჩიხი,ნავთლუღის 2 დას. 7ქ.,ცისარტყელას ქ.,გიორგი ოდიშელიძის II ჩიხი (სამგ),ენგურჰესის ქ.
 ენერგომომარაგების აღდგენის სავარაუდო  დრო:  06.02.2024  13:54სთ.

გაცნობებთ,რომ ქსელში გადართვის  გამო არ მიეწოდება ელ ენერგია დიდუბე-ისნის  რაიონის შემდეგ ქუჩებს:
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი ,კრწანისის ქ.,გიორგი ნიკოლაძის ქ.,კრწანისის I ჩიხი ,ბეჟან კალანდაძის ქ. ,ორთაჭალის შეს. ,ორთაჭალის I შეს. ნადიკვარის ქ.,ბერძნის ჩიხი,ნადიკვარის 1 ქ.,რუსუდან მეფისაშვილის ქ.(კრწ),რუსუდან მეფისაშვილის II ჩიხი(კრწ),რუსუდან მეფისაშვილის III ჩიხი(კრწ),ოქროყანის დასახ.,ხეივანის ქ.,ვლადიმერ წითლანაძის ქ.(კრწ) ირაკლი ჟორდანიას ქ(მთ/კრწ),ორთაჭალის III შეს. ,წინანაურის ქ.,გიორგი გურამიშვილის ქ(მთ/კრწ),გორგასლის II ჩიხი,ნადიკვარის შეს.,ნოდარ ტაბიძის ქ.(კრწ),მარჯორი უორდროპის I ჩიხი ,მეგობრობის ქ.,გრიგოლ აფშინაშვილის ქ.(ის),დიმიტრი გულიას I ჩიხი(კრწ),კრწანისის II ჩიხი,ნადიკვარის I ჩიხი ,თაბორის მთის I შეს.(კრწ),მიკოლა ბაჟანის ქ.,ორთაჭალის ქ.,ახალი რეხის ქ.,ისნის რ-ნი,გორგასალის ქ.,მანანა მელქაძის ქ. ,ორთაჭალის II შეს. ,იოსებ გრიშაშვილის ქ. ,არტურ ლაისტის ქ.,მეფე სოლომონ II-ის ქ.(კრწ.) ,მარჯორი უორდროპის ქ.(ის) ,გორგასლის I ჩიხი,დიდი ხეივნის ქ.,დიდი ხეივნის დასახლება,დიდი ხეივნის I შეს.,II ხეივნის ქ.,გორგასალის შეს,ნადიკვარის დას.,რუსუდან მეფისაშვილის I ჩიხი(კრწ),ჩოლოყაშვილის I კვ. ,ჩოლოყაშვილის მოედანი,ბერი გაბრიელ სალოსის შეს. ,აჰმედ ჯავადის ქ.(ის) ,აჰმედ ჯავადის I ჩიხი (ის) ,აჰმედ ჯავადის II ჩიხი(ის),გულუას ქ.,ახალი ხეივნის გასასვ ,კრწანისის II შეს. ,ნადიკვარის 2 დას.,ნადიკვარის ჩიხი,სულიკო თორთლაძის ქ.,ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის მოედანი,ორთაჭალის ტურფის მიმდებარე,ბერი გაბრიელ სალოსის I ჩიხი ,მარჯორი უორდროპის II ჩიხი,დიდი ხეივნის 2 ქ.,უსახელოურის ქ.(კრწ) ,კრწანისის II გას. ,ბერძნის ქ.,ბეჟან კალანდაძის ჩიხი,მტკვრის მარცხენა სანაპირო,დიმიტრი გულიას ქ. მეფე სოლომონ II-ის I შეს.(კრწ.),უსახელოურის I ჩიხი(კრწ) ,ნადიკვარის 2 ქ.,კრწანისის სამთ.რეზიდენციის ტერიტორია,მარტვილის ქ.,ნუგზარ შატაიძის ქ.(კრწ),ნოდარ ტაბიძის I შეს.(კრწ),მიხეილ აბრამიშვილის ქ.(ისანი)

აღდგენის სავარაუდო  დრო:  06.02.2024  17:44 სთ.

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати