USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ნოემბერს დენი გაეთიშებათ
дата:  697

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, ლისის, ტირიფების, ბზის, დგებუაძის, მუხის, თუთის, ტაშკენტის, გვარამაძის, ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, ერისთავის, ცხინვალის, ნუცუბიძის, გუდავას, ასათიანის, ინტენსიფიკაციის,  თამარაშვილის, საბურთალოს, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ჭილაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის, გოძიაშვილის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, ზემო ვეძისის დასახლების, ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, კარტოზიას, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის, კანდელაკის, ცინცაძის, ლევანდოვსკის, ლვოვის, გამყრელიძის, ალასანიას, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილის, ზემო ვეძისის, ალმასიანის, მარუშიძის, ჩიქოვანის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ცხინვალის, ქავთარაძის, ასათიანის, ფერცულიანის, მაჭავარიანის, მიცკევიჩის, ჭილაძის, საირმის, შმიდტის, ტაშკენტის, გოძიაშვილის, ცაგარელის, ბურძგლას, ლისის, ტირიფების, დგებუაძის, გვარამაძის, ინტენსიფიკაციის, ფანჯიკიძის, ნუცუბიძის, გურიელის, გამრეკელის და ექვთიმე მთაწმინდელის ქუჩების მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, ეთერ ბოცვაძის, ნოდარ ბოხუას, დისევის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიკოლოზ ბარათაშვილის, ფხოვის, მტკვრის, სულხანიშვილის, ათონელის, გოგჩას, ფურცელაძის, სანაპიროს, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  ოქროყანის, დაბა  წავკისის  და დაბა კოჯრის მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმობის, ინწკირველის, მიხეილ მესხის, ხუდადოვის, წრომის, რევაზ ინანიშვილი, რევაზ ურიდიას, გურამ ასათიანის, კისისხევის, ბიჩინაშვილის,  მახალდიანის, ეროსი მანჯგალაძის, სტურუას, ქებურიას, ღუდუშაურის, კელაპტრიშვილის, უიარაღოს, წაღვერის, გოჩა ცქიტიშვილის, ლევან ცქიტიშვილის, მიქატაძის, ჩოდრიშვილი, კახიანის, კიკნაძის, ნოე ჩხიკვაძის და ნოსტეს ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების,  აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, გუგუშვილის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის,   გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ოზაანის, ზაალიშვილის, ქეთევან ჭილაშვილის, ფრისის, საჯაიას, გახოკიძის, ლორთქიფანიძის, ბაღდავაძის, პოლიციის, აკაკი ფაღავას, დობორჯგინიძის, ნიკოლოზ აფხაზის,  ლევან რაზიკაშვილის,  მებაღეობის და ილია ბახტაძის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати