USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 6 დეკემბერს დენი გაეთიშებათ
дата:  526

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ანდრონიკაშვილის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ულიანოვის, ტრაპაიძის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს,  ვარდევანის და ბარისახოს ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, 8 მარტის, ტარიელის, ცხემის, ბორბალოს, რიწის, მესხის, ძმები კაკაბაძეების, კაკაბაძის, თვალჭრელიძის, კოსტავას, ზანდუკელის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ქურდიანის, ჩეჩელაშვილის, თამარაშენის, დავითაშვილის, მნათობის, ლოჭინის, ვეძათხევის, გორკის, ადიგენის, არაგვისპირელის, გრანელის, ლამის, სალიების, სიღნაღის, დოდო ჭიჭინაძის, ბერიაშვილის, ხრამჰესის, პეტრე ბეგრატიონის, უზნაძის, კარგარეთელის, თვალჭრელიძის და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას მოედნის, შარტავას, იმედაშვილის, გაგარინის, მგალობლიშვილის,  დარასელიას,  ოჩამჩირის, ყუშიტაშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, გამსახურდიას, ისკაძის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, ოდიშელიძის, ზოვრეთის, ოდესის, ვაზისუბნის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, ნუცუბიძის, ასათიანის და დელისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვაკის  პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ცხვედაძის, ახმეტელის და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати