USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 5 თებერვალს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II   კვარტლის,  პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მაჭავარიანის, არზაყან ემხვარის, გაბაშვილის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, სარაჯიშვილის, გელოვანის, პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის ქუჩების    მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფერაძის, ქაშაკაშვილის, ნიჟარაძის, სიხარულის, აკაკი გელოვანის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, აბაშიძე-ორბელიანის, დავარის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიის, მელიქიშვილის გამზირის, შარაშიძის, ძმები  ზუბალაშვილების, აბაკელიას, ცხემის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ჭიაურელის, ანანურის, როდენის, კოსტავას, ლაპიაშვილის, ქუჩიშვილის, თუმანიშვილის, მაჩაბლის, ასათიანის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტროსადგური „დიდუბე“-ს მიმდებარე  ტერიტორიის, ტრანსპორტის, სამტრედიის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის  გზატკეცილის (ნაწილობივ), სამგორის დასახლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 III კვარტლის, ვარკეთილის სამრეწველო ზონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, მაისურაძის, აბაშვილის, გახოკიძის, დამპალოს, ბერიაშვილის, კაკლიანის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღი-2 დასახლების, ლორთქიფანიძის, აზა ადამიას და გიორგაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალის, საადის, ორპირის, აჯიაშვილის, გორგასალის, სამღერეთის, შარდენის, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ბეთლემის, იერუსალიმის, ირგვლივის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, საავიაციო ქარხნის დასახლების, გაბრიელ სალოსის გამზირის, იყალთოელის, გეთიას, ბოგდან ხმელნიცკის და ჯანელიძის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის