USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 5 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
Date:  589

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), აკაკი სურგულაძის, რევაზ ურიდიას, მიქატაძის, ვახტანგ მახალდიანის, კიკნაძის, ეროსი მანჯგალაძის, თოფურიძე ვალენტინის, ნოვოროსიისკის, ალილუევის, ხუდადოვის, ნოე ჩხიკვაძის, სელიმ ხიმშიაშვილის, ჩოხატაურის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის, ოლგა კონსკაია, კამალოვის, კიკნაძის, სართანიას, დომენტი ჟღენტის, ლადო მესხიშვილის, ვასილ თამარაშვილის, ავთანდილ მანაგაძის, ენისელის, კოდალოს, კალიუჟინის, პლატონ დოლიძის, მაღაროს, პიონერის, დობროლიუბოვის, გულრიფშის, ლევან ქართლელიშვილის, სამღერეთის, ეკლესიის, მიქატაძის, კობალაძის, მესხიშვილის, ზედაუბნის, კახიანის, რევაზ ურიდიას, ქართველიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძის, იმერეთის, კოხრეიძის, რიონჰესის, გიორგი სააკაძის, ცინცაძის, ზაქარაიას, ჟღენტის, სართანიას, კამალოვის, ზედაუბნის, ლოტკინის, კალიუჟინის, ინწკირველის, თამარაშვილის, ენისელის, მაღაროს, წერონისის, კლდეკარის, სუვოროვის, ლამისყანის, ხერთვისის, ორბეთის, ნაქალაქევის, ფილიას, ინტერნატის, სამღერეთის, ჩოდრიშვილის, ხუდადოვის, კაჭრეთის, თოდრიას, გორდის, ლაითურის და ზედამზის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისისა და დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), აწყურის, კოშკოვანის, ლეხ კაჩინსკის, შორაპნის, ძევერის და ძეგლევის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და გრაფ შულენბურგის ქუჩის მოსახლეობას.   

ვავის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, მიხეილ თამარაშვილის და წყნეთის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, სიმონ ჩიქოვანის, ბახტრიონის, იყალთოს, ნატახტარის, ტუსკიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, წინაუბნის, ქარელის, ლიხაურის და ალექსანდრე ბასილაიას ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way