USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 5 მარტს დენი გაეთიშებათ
Date:  571

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზვიად გამსახურდიას სანაპიროს, ვერეს დაღმართის და საქანელას ქუჩის მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვაშლიჯვრის დასახლების, გიორგი სააკაძის მოედნის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ),  პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას II კვარტლის, კოსტავას, გაგარინის, გელოვანის, გოთუას, ბუდაპეშტის, გურამ ფანჯიკიძის, ტაშკენტის, კანდელაკის, იოსებიძის, შარტავას, ბროლოსანის, საბურთალოს, ხვიჩიას და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის  მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის I, II კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way