USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 5 იანვარს დენი გაეთიშებათ
дата:  535

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ),  დიღმის სასწავლო მეურნეობის,  დიდი დიღმის I, III და IV მიკრორაიონების, სამხედრო გზატკეცილის, პეტრე იბერის, ფატმანის,  მირიანაშვილის, თინათინის,  თავდადებულის,  სვანიშვილის,  შალვა ახალციხელის,  გიორგი ბრწყინვალეს,  ნესტან დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის,  ვეხტმანის, მარკო პოლოს,  ცხაკაიას,  შაქარაშვილის,  მირიან მეფის,  არჩილ  მეფის,  ფრედერიკ  მონტერეს,  კასტელის,  ერედვის,  ნინო აბაშიძე ორბელიანის,  უსენის,  რაინგესის,  კლაპრიტის,  ვეფხისტყაოსნის,  ხატაეთის,  ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის,  სტრაბონის,  ნიკო ბურის,  არქანჯელო  ლამბერტის,  ავთანდილის, მაჭავარიანის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი  დიღმის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული  უნივერსიტეტის  დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დიღმის  სასწავლო  მეურნეობის მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати