USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 4 მარტს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  629

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ბარისახოს, ულიანოვის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი-202, ავლაბრის შესახვევის, ყვარლის, მთისძირის, რატილის, ტვიშის, მესხეთის, უშაკოვის, ამირეჯიბის, ტოლენჯის, მესხიშვილის, მახათას, ბოროდინის, დუშეთის, ფაღავას, არმაზის, გონაშვილის, სევანის, მთავარანგელოზის, ცისკრის, გურჯაანის, მარტყოფის, წურწუმიას, ნასაკირალის, ირბახის, ვარდისუბნის, ფაბრიციუსის, დოესის, შორაპნის, გარეკახეთის, ავლიპ ზურაბაშვილის, აწყურის, ცუცხვათის, წამებულის, კოშკოვანას, ძევერის, წინანდლის, საბადურის, კასპის, ლეხ კაჩინსკის, შირაქის, ბაბისხევის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, მიხეილ  მრევლიშვილის, კაიშაურის, კიკეთის, შილდის, ფშავის, გალავნის, რუისპირის, ნაქერალის და ოძისის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მთისძირის, რომან გვენცაძის, ყვარლის, ბახუტაშვილის, გუჯარეთის, მელაანის, საბარგოს, რატილის, ამირაჯიბის, მესხეთის, წალენჯიხის, ხომერიკის, ტვიშის, მშველიძის, გეზათის, უშაკოვის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, ყულოშვილის და თოლენჯის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ცაგარელის და მიჩურინის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ) და შტენბერგის ქუჩის მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის