USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 4 აპრილს დენი გაეთიშებათ
дата:  661

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის, ბობ უოლშის და ნოზაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, 26 მაისის მოედანის, სააკაძის მოედანის, საბურთალოს, ხვიჩიას, ბალანჩივაძეების, ცინცაძის, ბახტრიონის, იოსებიძის, კოსტავას, იყალთოს და სულაკაურის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, დუმბაძის გამზირის, ვარდისუბნის, საზანოს, სამეგრელოს და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივანის, ომარ ხიზანიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედანის, კვაჭანტირაძის, მუსხელიშვილის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, ლაისტის, უორდროპის, მიკოლა ბაჟანის, აჰმედ ჯავადის, მეგობრობის, აფშინაშვილის, მიხეილ აბრამიშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ძეგლევის, ლაღიძის, ზურაბ ჩაჩუას, შანდორ პეტეფის, 17 შინდისელი გმირის, ოსიპ მანდელშტამის, კალოუბნის, სამგორის, ნოე რამიშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ჯავახეთის და კაკაბეთის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X, XI მიკრორაიონების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ქუთათელაძის, ანაპის 414-ე დივიზიის, დომენტი ჟღენტის, შროშის, ჩარგლის, ურეკის და ამაღლების ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати