USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 31 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
дата:  728

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების,   ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ორხევის საწარმოო ზონის, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, კაკაბეთის, კაკაბაძის, კოსტავას, ესენინის, სააკაძის, ახვლედიანის, გოკიელის, ფიროსმანის, ჩანტლაძის, პეტრიწის, ბანეთიშვილის, მუხაძის, აბზიანიძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, ჯავახეთის, დამპალოს, თრილეთის, მაისურაძის, ხომლელის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ამირეჯიბის გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბაკურიანის, ბალანჩივაძეების, ლიხაურის, ქარელის, ნასიძის, ბზვანელის, დოლიძის, ახალშენის, ჩიქოვანის, კოსტავას, ჭილაძის, ჭიათურის, იოსელიანის და რამიშვილის   ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), იაშვილის, ინგოროყვას, ჩაიკოვსკის და  ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ზაარბრიუკენის მოედნის, დიდხევის  აღმართის, ნოე  ჟორდანის სანაპიროს, ახვლედიანის, ბურების, თოიძის, დოქის, გამცემლიძის, გორკის, სულიაშვილის, ბუხაიძის, ხეთაგუროვის, არაგვისპირელის, პლატონის, ლოჭინის, მჭედლიშვილის, ჯავახიშვილის, გოგიბერიძის, ადიგენის, თვალჭრელიძის, ვეძათხევის, ჩხეიძის, კუმისის, ტოლსტოის, ნეკრასოვის, ანთელავას, სამრეკლოს, გედევანიშვილის, ურიცკის, ტირიფონის, გუმბრის, შურდულის, ფშავის, წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) და სანთლის ქუჩების მოსახლეობას.   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати