USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 30 აპრილს დენი გაეთიშებათ
Date:  653

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბადაგის, ცოლიკაურის, იოსებ გრიშაშვილის, ხეივნის, დიდი ხეივნის II ქუჩის, სირაძის, ვლადიმერ წითლანაძის, გორგასალის, დიმიტრი გულიას, საბატონოს, უსახელოურის, გიორგი ნიკოლაძის, სადგურის, დიდი ხეივნის, გულუას და ახალი ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის ხევის, რევაზ ურიდიას, კოდალოს, მაღაროს, პიონერის, კიკნაძის, ქართველიშვილის, დობროლიუბოვის, გულრიფშის, დომენტი ჟღენტის, კაჭრეთის, ეკლესიის, კალიუჟინის, ავთანდილ მანაგაძის, კამალოვის, სართანიას, მიქატაძის, კობალაძის, პლატონ დოლიძის, ენისელის, ზედაუბნის, ვასილ თამარაშვილის, ლადო მესხიშვილის, ლევან ქართლელიშვილის, მესხიშვილის და სამღერეთის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი შინდისის (ნაწილობრივ), ბეჟან კალანდაძის, შოთა ნიშნიანიძის, გორგასალის, იოსებ გრიშაშვილის, ორთაჭალის, მეფე სოლომონ II,  მე-2 ხეივნის, მანანა მელქაძის, დიდი ხეივნის, წინანაურის, მარტვილის, ნადიკვარის, დიმიტრი გულიას, გულუას და კრწანისის ქუჩების  მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გუდარეხის, აბუსერიძე-ტბელის, აბაკელიას და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, კუტუზოვის, არჩილ ცაგარელის, გამრეკელის, ცინცაძის,  მიცკევიჩის,  შმიდტის, არჩილ ცაგარელის,  ბურძგლას, კუტუზოვის, და საირმის ქუჩების მოსახლეობას.     

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way