საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, მინდელის და ძოწის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კარტოზიას და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოლმეურნეობის მოედნის, ორბელიანის მოედნის, 9 მარტის ბაღის, 9 აპრილის ბაღის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ფურცელაძის, ჯორჯიაშვილის, ვეკუას, ბარათაშვილის, ნადიკვარის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ფხოვის, ათონელის, პუშკინის, თაბუკაშვილის, ბროსეს, 9 აპრილის, სანაპიროს, ხაზინის, ნიშნიანიძის, ასათიანის, გოგჩას, ტელეგრაფის, ხიდის, აბაშიძის, მანჯგალაძის, სულხანიშვილის, გუდიაშვილის, განათლების, გრიგოლ აბაშიძის, მტკვრის, ორბელიანის, სულხანიშვილის, ხიდისთავის და ჯორჯაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VI, VIII მიკრორაიონების, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, გაბაშვილის, წყნეთის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.