სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზ
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი
დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრიწის, მარკო პოლოს, დავით
ბატონიშვილის და არქანჯელო ლამბერტის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წავკისის,
ამაღლების, ბოლო აღმართის, ოქროყანის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის
მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ჯავახეთის, საქართველოს ერთიანობისათვის
მებრძოლთა და კახნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი
დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის,
იუმაშევის, სუხიშვილის და ევროპის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი
გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გოგიაშვილის, ქერჩის,
ბორჩალოელის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, კობახიძის და თეთრი ტბის
ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევროპის
მოედნის, ღვინის აღმართის, რუისის, ჯორბენაძის, მეტეხის, ფერიცვალების, ჩეხოვის, ისნის და
დედოფლისწყაროს ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის
გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, ცაბაძის, ბათუმის,
მაიაკოვსკის, თევდორე მღვდლის, ფიფიების, გორის, ვორონინის, ევდოშვილის, ბაგრატიონის,
ფოთის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების
დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.