USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 29 იანვარს დენი გაეთიშებათ
дата:  671

 სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის  გზატკეცილის  (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების, აფრიკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ლითონკონსტრუქციების დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, თამარის, ბურჯანაძის, საჯაიას, რაზიკაშვილის, გაბაშვილის, დობორჯგინიძის, მაჭარაძის, ჭიჭინაძის, ჩალაძის, გუგუშვილის, ჭილაშვილის, მებაღეობის, ფრისის, ფაღავას, იოსებ და ლეონ ორბელიანების, გუმათის, ენუქიძის, ქიზიყის, ბერიას, სანაძის, ერმაკოვის, ცისკარიშვილის, ოზაანის,  აფშინაშვილის, ზაალიშვილის და გუმათჰესის ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის, კონსტიტუციის, ტოვსტონოგოვის, ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის, კუმისის, შურდულის, ანთელავას და მოსე თოიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 05:30 საათიდან 08:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, გმირთა მოედანის, ვერეს, ყიფშიძის, ლეოპოლდ ბილფელდის, გაბაშვილის, ვასო აბაშიძის, რიგის, შოვის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, ლევან მიქელაძის, ბერძენიშვილის, თაქთაქიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის, ნინო რამიშვილის, აბულაძის, ჯავახიშვილის, ბაზალეთის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის  მასივის VI მიკრორაიონის, ბიჭვინთის, მანაგაძის, სკოლის და ზაჰესის ქუჩების  მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელიას  მთის, მუჯირიშვილის, აბრამიშვილის, ბოჭორმის, დოლაბაურის, ონიანის, ფშავის, ბეთანიის, დომინიკ ერისთავის, მარტყოფის, საინგილოს, ბზიფის, თეძამის და გალავნის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევისრაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გარეჯის, მუხრანის, რატევანის, ბოგვის, ზიგზაგის, მიწიშვილის, ხორნაბუჯის, გვაზაურის, ვეკუას, გლინკას, ლიახვის, შენგელიას, ჟინვალის, ჩარგლის და ჭოპორტის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზიგზაგის, ჩარგლის, ბოგვის, ჟინვალის და გვაზაურის ქუჩების  მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი  დიღმის IV მიკრორაიონის, გეხტმანის, მარკო პოლოს, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, შაქარაშვილის, ჯავახიშვილის და ჭადრის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IVმიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის და მეფე არჩილის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати